სამართალი

ქვეყანაში შემოსული მოქალაქები სავალდებულო კარანტინს აღარ გაივლიან

0

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში შემოსულ მოქალაქეებს სავალდებულო 8 დღიანი კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ, თუმცა 12 დღე თვითიზოლაციაში უნდა დარჩნენ.

„მას შემდეგ, რაც დაემატება ახალი ფრენები, საკარანტინე სივრცეებში მათი გადაყვანის სქემა შეიცვლება. ყველა მოქალაქეს, რომელიც ბრუნდება სამშობლოში და გაკეთებული ექნება PCR ტესტი, შეეძლება გადავიდეს თვითიზოლაციაში 12 დღის განმავლობაში და აღარ განთავსდება საკარანტინე სივრცეში. ხოლო თუ მოქალაქეს არ ექნება გაკეთებული PCR ტესტი, მას შესაძლებლობა ექნება, საკარანტინე სივრცით ჩვეულებრივ ისარგებლონ.

ეს არის ის, რითაც ვცდილობთ ეკონომიკაში მეტი დინამიკა შემოვიტანოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close