დღის ამბებილაგოდეხირეგიონი

აფენის თემში 18 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

აფენის თემში 18 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

აფენის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფ. ჭაბუკიანში სულ მალე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება. 100 ბავშვზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს. სამშენებლო სამუშაოებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 210 703 ლარი გამოიყო.
აფენის თემში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 10 013 743.93 ლარია განსაზღვრული. შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს სოფ. აფენში, ზემო და ქვემო ნაშოვარში, ასევე, სოფ. ჭაბუკიანი – ონანაურის დამაკავშირებელ გზაზე. უახლოეს პერიოდში კი დაიწყება პატარა გვიმრიანისა და სოფ. ონანაური – აბაშისწილის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სანიაღვრე არხები მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფ. ჭაბუკიანში, გვიმრიანსა და აფენში პირველ ცხაკაიას ქუჩაზე, ნაპირსამაგრი გაბიონი მოეწყო ქვემო ნაშოვარში. აღნიშნული სამუშაოების შესრულებისთვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 473 722 ლარი დაიხარჯა.
გარე განათება მოეწყო 4 სოფლის დამაკავშირებელ გზაზე. პროექტის ღირებულებამ 39 761.66 ლარი შეადგინა.
ჭაბურღილის რეზერვუარისა და სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება სოფ. გვიმრიანში, რომლის ღირებულება 54 756.77 ლარს შეადგენს.
სოფ. ზემო და ქვემო ნაშოვარში, ჭაბუკიანსა და ბაღდათში, ახალგაზრდებისთვის დასასვენებელი სკვერი, სოფ. ზემო ნაშოვარში ღია ფიტნეს მოედანი მოეწყო, ხოლო სოფ. ონანაურში შემოიღობა და მოეწყო სკვერი ატრაქციონებით. აღნიშნული სამუშაოების შესრულებისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 121 000 ლარი გამოიყო.
სანიტარული კვანძი მოეწყო სოფ. აფენის N2, ჭაბუკიანი და გვიმრიანის საჯარო სკოლებში. ასევე, სოფ. ბაღდათისა და გვიმრიანის საბავშვო ბაღებში, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 227 206.15 ლარი დაიხარჯა.
აფენის თემში მიმდინარე წელს 33 პროექტი ხორციელდება, რისთვისაც ცენტრალური და ადგილობრი ბიუჯეტიდან 18 206 130.51 ლარი დაიხარჯება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close