დღის ამბები

კახეთში 108 პირია კორონა ვირუსით დაინფიცირებული

კახეთში, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 11- ით გაიზარდა და 108-ს მიაღწია, ხოლო 56 მოქალაქე გამოჯანმრთელდა. გუშინ ლაბორატორიაში გამოსაკვლევად სულ 252 ნიმუში გაიგზავნა.

რეგიონში COVID-19- ის სტატისტიკა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გადანაწილდა: თელავი -11; ახმეტა -19; ყვარელი -23; გურჯაანი- 15; ლაგოდეხი – 21;
დედოფლისწყარო -3 და სიღნაღი -16.

ამ დრომდე კორნავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა საგარეჯოში.

დაინფიცირებული 18 მოქალაქე ბინაზე მკურნალობს , 2 საკარანტინო ზონაში, 21 კოვიდმიმღებ კლინიკაში. 11 ახალი ინფიცირებულიდან 10 იმყოფება ბინაზე, ხოლო 1 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი.

ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში 171მოქალაქე იმყოფება, ხოლო რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში კი 134 ადამიანი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close