დღის ამბებისამართალი

37 წლის კაცი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაიცვალა

37 წლის კაცი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაიცვალა

სოფელ იყალთოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი დღეს გარდაიცვალა. 37 წლის კაცს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ავარია თელავის მინიციპალიტეტის სოფელ იყალთოში გუშინ საღამოს მოხდა. გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა ქვეითს შეეჯახა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგციანებით ის პოლიციამ დააკავა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6- ე ნაწილით მიმდინარეობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close