Home დღის ამბები სიღნაღის მუნიციპალუტეტის სოფელ ერისიმედში, სადაც დილიდან ზომები გამკაცრდა

სიღნაღის მუნიციპალუტეტის სოფელ ერისიმედში, სადაც დილიდან ზომები გამკაცრდა

სიღნაღის მუნიციპალუტეტის სოფელ ერისიმედში, სადაც დილიდან ზომები გამკაცრდა, კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.

კაცი ინფიცირებული ცოლ-ქმრის კონტაქტია. პაციენტი თბილისში, კოვიდმიმღებ კლინიკაში უკვე გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

საზღვრისპირა სოფელშ , სადაც 90- მდე ადამიანი ცხოვრობს, დილიდან საკონტროლო პუნქტები მოეწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მკაცრად კონტროლდება შესასვლელ-გასასვლელი. იქვე განთავსდა სამედიცინო საველე კარავი , სადაც ყველა მოქალაქე თერმოსკრინინგს დილიდან გადის , საჭიროების შემთხვევაში კი ადგილობრივებს ეპიდემიოლოგები PCR ტესტირებას უტარებენ.

კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის განმარტებით, მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ სოფლის საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი, დისტანციური მეთოდით წარიმართოს.