ყვარელში ავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ კუჭატანთან მოხდა. “მოტოციკლეტს” ახალგაზრდა ბიჭი მართდავდა, რომელიც სატვირთო მანქანას დაეჯახა .
შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დაწყებულია გამოძიება.