სამართალი

იორმუღანლოში ქალმა 30 წლამდე კაცს სასიკვდილო ჭრილობები სანადირო თოფით მიაყენა

სოფელ იორმუღანლოს ერთ- ერთ ფერმაზე, ქალმა 30 წლამდე კაცს სასიკვდილო ჭრილობები სანადირო თოფით მიაყენა.

მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი კაცის მიერ ბიძაშვილის ცოლთან სქესობრივი კავშირის დამყარება გახდა .

 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მუშაობენ ექსპერტ- კრიმინალისტები

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close