თელავირეგიონი

შოთა ნარეკლიშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდა

თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს მარკ ვოლერს და იუსტინა ტილაიტეს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო მიმოიხილეს და საარჩევნო პროცესებში თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

 

არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია შეაფასებს არჩევნების შესაბამისობას როგორც ეუთოს ვალდებულებებსა და სხვა საერთაშორისო მოვალეობებთან, ასევე დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებსა და ადგილობრივ კანონმდებლობასთან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close