საზოგადოება

დამსაქმებელი ვალდებულია თერმოსკრინინგი აწარმოოს

პროტოკოლის მიხედვით, დამსაქმებელი და ხელმძღვანელი ვალდებულია, რომ თერმოსკრინინგი აწარმოოს, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა სიმპტომიანი და ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი კარანტინში ან თვითიზოლაციაში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს გადაყვანილი.

„პროტოკოლის მიხედვით, დამსაქმებელი და ხელმძღვანელი ვალდებულია, რომ თერმოსკრინინგი აწარმოოს და ყველა სიმპტომიანი და ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი, კარანტინში ან თვითიზოლაციაში სწრაფად გადაიყვანონ. აუცილებელია, რომ მათ ამის პასუხისმგებლობა ჰქონდეთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close