ლაგოდეხირეგიონი

სოფელ ვარდისუბანში 1,2,3 ქუჩების დამაკავშირებელი შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

სოფელ ვარდისუბანში 1,2,3 ქუჩების დამაკავშირებელი შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 260 000 ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ვარდისუბნის თემში, საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობს, სამუშაოების შესასრულებლად 211 179.83 ლარია განსაზღვრული.

აღსანიშნავია, რომ სოფელ მშვიდობიანში ჭაბურღილის რეზერვუარი უკვე მოეწყო. სოფელ სვიდებაში ჭაბურღილისა და წყალსადენი მაგისტრალის რეაბილიტაცია დასრულების ფაზაშია, ხოლო სოფელ მშვიდობიანში მე-4 ქუჩაზე წყლის რეზერვუარის მოწყობის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. სოფელ ვარდისუბანში სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 156490 ლარი გამოიყო.

წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფელ საქობოს საბავშო ბაღსა და საჯარო სკოლაში სანიტარული კვანძები მოვაწესრიგეთ. ამავე სოფელში, სრულად მოეწყო გარე განათება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა სოფელ ვარდისუბნის საბავშვო ბაღის სველ წერტილებს. ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციის მიზნით, სოფელ ვარდისუბნის მინი სტადიონის რეაბილიტაციასთან ერთად, სოფელ სვიდებაში სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. უახლოეს პერიოდში დაიწყება სოფ. საქობოს მეორე ქუჩისა და სოფელ მშვიდობიანის მეოთხე და მეხუთე ქუჩის რეაბილიტაცია.

აღნიშნული გზის მონაკვეთზე დაგეგმილია სანიაღვრე არხებისა და ხიდ-ბოგირების მოწყობა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 070 143 ლარით ფინანსდება.

ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით მიმდინარე წელს ვარდისუბნის თემში შესრულებული პროექტებისათვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 895 638.15 ლარი დაიხარჯება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close