ეკონომიკა

ლაგოდეხში თხილის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

სახელმწიფოს და USAID-ის მხარდაჭერით ლაგოდეხში თხილის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა.

თხილის ახალი საწარმოს მომსახურებით კახეთის რეგიონის 200-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს. საწარმოში დასაქმებულია 16 ადგილობრივი.

საწარმოში წლიურად 1 000 ტონა თხილის გაშრობა და 500 ტონის შენახვაა შესაძლებელი.
 საწარმოში, ჯამურად, 250 000 აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ახალი პროექტის „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“ ფარგლებში, ყველას, ვინც არის ან ვისაც სურვილი აქვს გახდეს მეწარმე ან ფერმერი, შეუძლია სახელმწიფო პროგრამებზე წვდომა უკვე 1 სივრცეში 1 ფანჯრის პრინციპით მიიღოს. მომსახურების მიღება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში, ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი – https://programs.gov.ge/

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close