Daily Archives: 10/05/2020

უხვი ნალექის შედეგად ლაგოდეხის რამდენიმე სოფელი დაიტბორა

უხვი ნალექის შედეგად ლაგოდეხის რამდენიმე სოფელი დაიტბორა. ინფორმაციას ადასტურებს ლაგოდეხის მერი. ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოცერებელი სახლის პირველი სართულები. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე- მაშველები.

სტიქია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში-ორდღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად დატბორილია სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები

სტიქია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში-ორდღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად დატბორილია სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები. მუნიციპილიტეტის სამ სოფელში, ცოდნისკარში, ჰერესთისკარსა და საქობოში უხვმა ნალექმა, საცხოვრებლი სახლების პირველი სართულები, საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები დატბორა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 61 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 61 ახალი ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დღეის მდგომარეობით კახეთში covid 19-ის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება

დღეის მდგომარეობით კახეთში covid 19-ის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.

10 მაისის მონაცემები – რა ვითარებაა კახეთში?

9 მაისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 225 ნიმუში. მათგან 201 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. დარჩენილი ტესტის პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2105 ნიმუში, აქედან 842 მედპერსონალია, 556 კარანტინი.

Don`t copy text!