Daily Archives: 30/01/2020

სოფლის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებული სამუშაოების დაგეგმვის მიზნით თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დღეიდან დაიწყო.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, მერი შოთა ნარეკლიშვილი და მერის მოადგილე დავით ბეგიაშვილი, სოფელებში – აკურაში, ვანთაში, ბუშეტსა და ქვემო ხოდაშენში ჩავიდნენ და მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივებმა სოფელ ქვემო ხოდაშენში პრიორიტეტულ საკითხებად სკვერის და წყლის რეზერვუარის მოწყობა დაასახელეს, ბუშეტში – წყლის რეზერვუარის მოწყობა, ჭაბურღილის გაწმენდა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი და სასაფლაოს გზების მოწესრიგება, ვანთაში შიდა საუბნო გზების მოხრეშვა და წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა, ხოლო აკურაში სარწყავ ქსელზე რეზერვუარის მოწყობა და შიდა საუბნო გზებზე გარე განათების მოწყობა მოითხოვეს.