Daily Archives: 29/01/2020

კახეთმა ,,სუფთა რეგიონის” სტატუსი მეორედ მოიპოვა

კახეთმა 2019 წლის ყველაზე ,,სუფთა რეგიონის” სტატუსი მოიპოვა. კონკურსი  საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში ჩატარდა.

8 ნომინაციიდან კახეთის რეგიონმა და წარმომადგენლებმა კახეთიდან სამ ნომინაციაში მოიპოვეს გამარჯვება:

„სუფთა რეგიონი“ – კახეთის რეგიონი;

„საწარმოს ლამაზი ეზო“ – ქ. თელავი, ღვინის კომპანია „შუმის“ ეზო;
„ლამაზი ეზო” ქ. გურჯაანი იზა გაბიტაშვილის ეზო.

პანკისში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე სასამართლოს პროცესი დღეს განახლდა

სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში თითქმის ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პროცესზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებები წარადგინა და მათ დასაშვებლობაზე იმსჯელეს, რაზეც დაცვის მხარემ პროკურორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ მიიჩნია. მოსამართლე თამარ კაპანაძემ კი მოპოვებული მტკიცებულებები დასაშვებად ცნო და საქმე არსებით განხილვის გადაეცა.

მორიგო სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 6 თებერვალს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

პირველი სასამართლო სხდომა გასული წლის 3 დეკემბერს გაიმართა. პროცესზე 26 წლის არბი ქავთარაშვილმა და 29 წლის რამაზ ხანგოშვილმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული და ისინი თავს დამნაშავედ ცნობენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სამხარეო ცენტრის სამი თანამშრომელი მალე სამსახურს დატოვებს

შესაბამისი შეტყობინება ცენტრის თანამშრომლებს დღეს მიუვიდათ. თანამდებობას დაემშვიდობება დალი მოსიაშვილიც, რომელიც სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილეა.

“მართალია შეტყობინებები მივიღეთ, თუმცა ბრძანება ჯერ არ მოგვსვლია. გათავისუფლების მიზეზად რეორგანიაცია სახელდება.”- ამბობს დალი მოსიაშვილი.

კახეთმა სუფთა რეგიონის სტატუსი მეორედ დაიმსახურა

ქ. თბილისის საკრებულოში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.