Daily Archives: 15/01/2020

ოჯახში 3 ან მეტი მანქანის ყოლაზე, შესაძლებელია გადასახადი დაწესდეს

ოჯახში 3 და მეტი მანქანის ფლობისთვის შესაძლოა, მოსაკრებელი დააწესონ -ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თემატური მოკვლევის შედეგებში წერია. დოკუმეტი თბილისში ჰაერის მდგომარეობას ასახავს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეკოლოგიურად უფრო სუფთა ტრანსპორტის წასახალისებლად ბევრი ინიციატივა განხორციელდა და კიდევ არაერთი იგეგმება, თუმცა აუცილებელია მეტი სითამამე და ინოვაციური, თუ ექსპერიმენტული ღონისძიების განხორციელება.

კახეთში მეხანძრე-მაშველებს სადღეღამისო კვებით უზრუნველყოფენ

მეხანძრე-მაშველებს სადღეღამისო კვებით უზრუნველყოფენ. აღნიშნული ბრძანება, რომელიც 13 იანვრიდან ამოქმედდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გომელაურმა გამოსცა.

ბრძანების თანახმად სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის იმ დანაყოფებს, სადაც არ არის დაწესებული საქვაბე ან საბარათე კვებით უზრუნველყოფის სისტემა, მეხანძრე მაშველები უზრუნვეყოფილი იქნებიან სადღეღამისო ულუფით.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ბრძანება მაშველებს კახეთის რეგიონშიც ეხებათ.

წყრო: spektri.ge