Daily Archives: 14/01/2020

ორი ადამიანი დაშავდა მსუბუქად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში

დიდი სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი მართავდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ორი დაშავებული თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან პოლიცია და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით აღძრა.

ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე სახალხო დღესასწაული ,,ბასილობა” გაიმართა

დღესასწაული ალავერდელი მიტროპოილიტის ,მეუფე დავითის ორგანიზებით 2014 წლიდან ტრადიცულად  ტარდება. ,,ბასილობის” დღესასწაულზე მოსულ ყველა ბავშვს მეუფისგან სპეციალურად ამ დღისთვის ეპარქიის დედაობის მიერ გამომცხვარი თაფლა- კვერი და სიმბოლური ოქროს მონეტა გადაეცათ.
ტრადიცია მეოთხე საუკუნეში ბასილი დიდის მიერ ხარკის გადასახლეად ხალხიდან აკრეფილი ოქროს უკან დაბრუნების ისტორიას უკავშირდება.როცა მან ხალხს ოქროს მონეტები პურში ჩადებული სახით დაუბრუნა.
ეპარქიისაგან ასეთ საჩუქარს 500 ბავშვი მიიღებს.

სოფელ ვანთაში 31 წლის ორსული გარდაიცვალა

 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში 31 წლის ორსული, სავარაუდოდ, ვირუსით გარდაიცვალა.

ქართული დროშის დღესთან დაკავშირებით ახმეტაში დროშის აღმართვის ცერემონია კულტურის სახლის წინ გაიმართა

საქართველოს ჰიმნის ფონზე ქართული დროშის აღმართვას ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივები დაესწრნენ.
კახეთის რეგიონში სახელმწიფოს დროშის აღმართვის ცერემონია დღეს რამდენიმე ქალაქში გაიმართება
ქართული დროშები საკუთარი სახლის აივანზე მოსახლეობის ნაწილმაც გამოფინა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში

ავტოსაგზო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ გურჯაანის მუნიციპალიტეტში.
წინასწარი ინფორმაციით სოფელ კახიფარის ცენტრალურ ტრასაზე მოძრავმა მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა და გარე განათების ბოძს დაეჯახა.