Daily Archives: 11/01/2020

თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი და პრიორიტეტული მიმართულებები

მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს 25-მა წევრმა დაუჭირა მხარი,  24 763 800 ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით სამი მილიონი ლარით არის გაზრდილი.

ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსებამ 2019 წელთან შედარებით 1 800 000 ლარით მოიმატა, კულტურის, ახალგაზრდობისა

ჭავჭავაძის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელის სახლის ფასადის რეაბილიტაცია დასრულდა

თელავში, ჭავჭავაძის ქუჩა N2-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გარე ფასადის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტი, რიმლის ღირებულებამ 271 243 შეადგინა, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

თელავის მუნიციპალიტეტში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მინი მოედნების მოწყობა დასრულდა

ახალი მინი-მოედნები მოეწყო: ქ. თელავში კავკასიონის, კვირიკე დიდისა და მშვიდობის ქუჩების მიმდებარედ, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში.

ოთხივე ლოკაციაზე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მინი-მოედნების მოწყობა თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 339 984 ლარით დაფინანსდა.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შ.პ.ს. ,,დოკასპორტმა,, შეასრულა.

5 საუკეთესო ტურისტული ადგილი კახეთში

კახეთი აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონია. ესაა შესანიშნავი ადგილი ღვინის მოყვარულთათვის, ცნობილია რა, ღვინის კულტურით, მაგრამ ღვინო ერთადერთი არაა, რაც კახეთს შეუძლია შემოგთავაზოთ. აქ თქვენ იპოვით ადგილებს, რომლებიც შთაგაგონებთ.

სიღნაღი

სიღნაღის ნახვა ნამდვილად ღირს კახეთში სტუმრობისას. პატარა ქალაქი მომხიბვლელი ადგილია, თავისი რომანტიკული ატმოსფეროთი. სიღნაღი ცნობილია, როგორც სიყვარულის ქალაქი, ესაა ტურისტებში პოპულარული ადგილი თავისი სილამაზისა და პეიზაჟის გამო. სიღნაღი სახეტიალოდ კარგი ადგილია. სიღნაღს გარს არტყავს გალავანი, რომელიც მსოფლიოში ჩინეთის დიდი კედლის შემდეგ მეორეა სიდიდით. თავისი ადგილმდებარეობით ქალაქი გადაჰყურებს სივრცეში გაშლილ ალაზნის ველს და კავკასიონს. ხედს, რომელიც გალავნიდან იშლება თვალს ვერ მოწყვეტ.

 

ბოდბის მონასტერი

თუ მშვიდ გარემოში გინდათ ყოფნა, მაშინ ბოდბე შესანიშნავი დანიშნულების ადგილია თქვენთვის. ტაძარი IV საუკუნეში აშენდა, წმ. ნინოს საფლავზე, რომელმაც საქართველოში ქრისტიანობა გაავრცელა. წმ. ნინოს მონასტერი მე-9 საუკუნეში აშენდა. ბოდბის მონასტერი საქართველოს მეფეების მიერ მრავალჯერ აღდგა. ახლა მონასტერი ფუნქციონირებს, როგორც დედათა მონასტერი. ბოდბეში ადვილად შეიძლება მოხვდეთ სიღნაღიდან. მონასტრის ტერიტორიაზე წმ. ნინოს წყაროა, რომელსაც ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით განკურნების ძალა აქვს. ამ ადგილსაც არაჩვეულებრივი ხედი აქვს ალაზნის ველზე და კავკა

 

წინანდლის სახლ-მუზეუმი

შემდეგი ადგილი რომელიც შეგიძლიათ კახეთში სიამოვნებით ნახოთ წინანდალის სახლ-მუზეუმია. ეს ადგილი განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომით. სახლი ეკუთვნოდა მე-19 საუკუნის ცნობილ ქართველ არისტოკრატ პოეტს ალექსანდრე ჭავჭავაძეს, რომელიც სალონის ფუნქციას ასრულებდა მე-19 საუკუნეში. მას აქვს მომხიბვლელი ბაღი და ჩრდილო -აღმოსავლეთ მხარეს წინანდლის მარანი, რომელიც აშენდა მე-19 საუკუნეში. დღეს სახლ-მუზეუმი მუდმივად მასპინძლობს გამოფენებს, კონცერტებს, ლიტერატორულ ღონისძიებებს და მასტერკლასებს. კომპლექსი ასევე გაძლევს შესაძლებლობას დარჩე სასტუმროში და გასინჯო სხვადასხვა ნუგბარი საყვარელ კაფეში.
წინანდლის სახლ-მუზეუმში არის ადგილი, რომელსაც სიყვარულის ხეივანს ეძახიან. ლეგენდის თანახმად თუ შეყვარებულები თვალდახუჭული გაივლიან ხეივანს, მათ ბედნიერი ურთიერთობა ექნებათ.

დავით გარეჯის კომპლექსი

დავით გარეჯის კომპლექსი 13 მონასტრისგან შედგება, რომლებიც განფენილია ნახევრად-უდაბნო ტერიტორიის ფერდობზე. ეს ადგილი ძალიან ბუნებრივია, შენობები ნატურალურად ერწყმის პეიზაჟს. ეს არის საუცხოო კომპლექსი ლამაზ ადგილზე აზერბაიჯანის საზღვართან. დავით გარეჯის მონასტერი თავისი დაუჯერებელი ლანდშაფტით შთამბეჭდავია. თავად გზაც, კი რომელიც მონასტრამდე მიგიყვანთ გასაოცარია.

ყვარლის ტბა

ყვარლის ტბა (ილიას ტბა) ადგილია ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ მოიპოვონ სიმშვიდე და რელაქსაცია. ყვარლის ტბის კურორტი კახეთის რეგიონის შუაგულშია. ის გარშემორტყმულია ტყით, რომელიც ტბას სიმყუდროვეს სძენს. ადგილი ჯადოსნური და თვალისმომჭრელია. ყვარლის ტბის კურორტი გთავაზობთ ღია ცის ქვეშ აქტივობებსა და სასტუმროს მომსახურებას. გარკვეული დროით იქ დარჩენა და ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევა კარგი იდეაა.

 

თელავის ერთ-ერთ სიმბოლო-ერეკლე II-ის ძეგლი თელავში

საქართველოს ნებისმიერ კუთხეში იპოვი რაღაც თავისებურსა და განსაკუთრებულს… რაღაც ისეთს, მუდმივ შთაბეჭდილებად რომ გაგყვება.

ერეკლე II-ის ძეგლი თელავში , 1971 წელს არის შექმნილი და მისი ავტორი მერაბ მერაბიშვილი გახლავთ. რესპუბლიკურ კონკურსზე ძეგლს პირველი პრემია მოუპოვებია.

ნამუშევარი ბრინჯაოსგანაა დამზადებული და პოსტმანის გარეშე 8,5 მეტრი სიმაღლისაა.

ნამუშევარი თელავის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს.

Don`t copy text!