Daily Archives: 10/01/2020

თელავში ტურისტებისთვის ბარგის შემნახველი საკნები მოეწყობა

  კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს – DMO – ” Visit Kakheti “-ის ინიციატივით, თელავში ტურისტებისთვის ბარგის შესანახად ე.წ. ,,შემნახველი საკნები‘’ მოეწყობა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
   ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, თინიკო ხანჯალიაშვილი განმარტავს, რომ ეს იქნება თანამედროვე ტიპის ადგილი, სადაც ტურისტს ბარგის შენახვა შეეძლება, ეს კი რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
მისი თქმით, საკნების დამონტაჟების სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
თინიკო ხანჯალიაშვილის თქმით, საკნები პირველად თელავში განთავსდება და შემდეგ სხვა მუნიციპალიტეტებიც ჩაერთვებიან.

საინტერესო ფაქტები კახური ღვინოების შესახებ

კა­ხე­თის გა­რე­შე ქარ­თუ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. კა­ხე­თი არის ერ­თგვა­რი წამ­ყვა­ნი ლო­კო­მო­ტი­ვი რო­გორც რა­ო­დე­ნობ­რი­ვად, ასე­ვე პო­პუ­ლა­რო­ბის თვალ­საზ­რი­სით და სწო­რედ კა­ხეთ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ღვი­ნოა ჩვე­ნი მეღ­ვი­ნე­ო­ბის სახე და ნი­მუ­ში.

კა­ხუ­რი ღვი­ნო, რა თქმა უნდა, არაა ერ­თნა­ი­რი და ერ­თსა­ხო­ვა­ნი. სა­ქარ­თვე­ლოს ამ კუ­თხე­ში, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ქვევ­რის ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა მე-19 სა­უ­კუ­ნი­დან კა­ხეთ­შიც დამ­კვიდ­რდა ღვი­ნის ჯერ კას­რში, შემ­დეგ კი უჟან­გა­ვი ლი­თო­ნის ავ­ზებ­ში და­ყე­ნე­ბის ტენ­დენ­ცია და დღეს კა­ხეთ­ში თით­ქმის ყვე­ლა ტი­პი­სა და კლა­სი­ფი­კა­ცი­ის ღვი­ნო იწარ­მო­ე­ბა.

ტრადიციული ტიპის თეთრი მშრალი კახური ღვინო (ცხადია, ჭაჭაზე დავარგებული) არომატებით

„განათლების სამინისტროს მესვეურებს, მათ ვინც გზა-კვალი აუბნია უმაღლეს განათლებას ვეკითხები“ – ელიზბარ ელიზბარაშვილი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაინგრა არსებული საგანმანათლებლო სისტემა. “რეფორმატორებმა” შემოიღეს ახალი სრულიად გაუგებარი სპეციალობათა საკვალიფიკაციო ჩარჩო, სადაც გეოგრაფია საერთოდ არ ფიგურირებდა. სიაში წარმოდგენილი იყო გარემოსმცოდნეობა, გეომორფოლოგია, გეოეკოლოგია და ა.შ. უმაღლესი განათლების და მეცნიერების არსებული სისტემის შესახებ საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისად ჯერ შევქმენი საბაკალავრო პროგრამა გარემოსმცოდნეობაში, მაგრამ რამოდენიმე წელში საკვალიფიკაციო ჩარჩოს შეცვლის გამო უმალ გააუქმეს სპეციალობა, ისე, რომ პირველ ნაკადს პროგრამის დასრულებაც კი არ აცალეს, ისე დაშალეს და გადაანაწილეს სხვა სპეციალობებზე.

როგორც იქნა საკვალიფიკაციო ჩარჩოში შეიტანეს სპეციალობა გეოგრაფია და ჩემმა საბაკალავრო პროგრამამაც წარმატებით გაიარა აკრედიტაცია. ამავე დროს აღმოჩნდა ახალი გაუგებრობა, სპეციალობათა საკვალოფიკაციო ჩარჩოში გეოგრაფიის მიმართულებით სწავლების მეორე და მესამე საფეხურისათვის მითითებული იყო ჰიდროლოგია, მეტეოროლოგია, ფიზიკური გეოგრაფია, გეომორფოლოგია და კარტოგრაფია. ამ დროს მეტეოროლოგია არ არის გეოგრაფიის შემადგენელი ნაწილი, ის ფიზიკის დარგია. მეტეოროლოგია ნიშნავს ატმოსფეროს ფიზიკას, და გეოფიზიკურ მეცნიერებებს მიეკუთვნება, ის იკვლევს დედამიწის ატმოსფეროში მიმდინარე ფიზიკურ პროცესებს. აქ უნდა ყოფილიყო კლიმატოლოგია, გეოგრაფიული მეცნიერება, რომელიც იკვლევს მეტეოროლოგიური პროცესების და კლიმატების გეოგრაფიულ კანონზომიერებებს. უკეთესი იქნებოდა მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია.

ახლახან გამოქვეყნებულმა საკვალიფიკაციო ჩარჩომ (2019წ) გადააჭარბა ჩვენი მოლოდინები. ეკოლოგია გამოტანილია, როგორც დამოუკიდებელი საბუნებისმეტყველო დარგი, რაც არასერიოზულია, რადგანაც ეკოლოგია სწორედაც დარგთაშორისი მეცნიერებაა ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ფიზიკის და სოციალურ მეცნიერებათა ზღვარზე და იყენებს მათემატიკის ფუნდამენტურ მიღწევებს და მოდელირების პრინციპებს. ამავე დროს გეოგრაფიულ მეცნიერებაში გამოკვეთილია მხოლოდ 2 მიმართულება- გეოგრაფიული საინფორმაციო ტექნოლოგიები და ჰიდროლოგია. განათლების სამინისტროს მესვეურებს, მათ ვინც გზა-კვალი აუბნია უმაღლეს განათლებას ვეკითხები, სად არის გეომორფოლოგია, კლიმატოლოგია, ნიადაგების გეოგრაფია, ბუნებათსარგებლობა, კარტოგრაფია.

უსამართლოა გეოგრაფიის სპეციალობის დაუფინანსებლობა, მაშინ როდესაც ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ყველა სპეციალობა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ამან მნიშვნელოვნად შეამცირა ამ სპეციალობაზე შემომსვლელ სტუდენტთა რაოდენობა, თუმცა სურვილი ბევრს აქვს. დიდია აგრეთვე მოთხოვნა გეოგრაფიის მასწავლებლებზე. მაგალითად კახეთის რეგიონის სკოლებში გეოგრაფიას ასწავლის ფილოლოგი, ბიოლოგი, ისტორიკოსი, იურისტი, აგრონომი, ფინანსისტი და ა.შ. ამავე დროს მოქმედ გეოგრაფიის მასწავლებელთა 80%-მდე არასერტიფიცირებულია.

კრიტიკას ვერ უძლებს სტუდენტთა შეფასების სისტემა. შეფასების 100 ქულიან სისტემაში თითოეული ქულა გაწერილია, რაც ხელოვნურად არის შექმნილი და ვერცერთი პროფესორი სტუდენტის შეფასებისას ამას ვერ ითვალისწინებს, ამიტომ შეფასებაც ფორმალურია.

წარმოუდგენლად გაიზარდა სილაბუსის მოცულობა, ამას ემატება კიდევ სხვა დოკუმენტები, ფორმები, ანგარიშები და სხვ. იმის მაგივრად, რომ პროფესორმა თავის თავზე იმუშაოს ლექციების მოსამზადებლად, ის ქაღალდომანიით არის დაკავებული.

არასწორია მიდგომა სახელმძღვანელოების მიმართ. ახალი სახელმძღვანელოები ყოველწლიურად არ იწერება. სახელმძღვანელომ უნდა გაიაროს გამოცდა რამოდენიმე წელი, შეიძლება 10-15 წელიც, სანამ უკეთესი არ შეიქმნება. მიდგომა, რომ ახალი სახელმძღვანელო უკეთესია არასწორია. სამარცხვინოა ე.წ. რიდერების შემოღება, რაც გულისხმობს, სხვადასხვა ძველი, ხშირად კლასიკური, სახელმძღვანელოების დაქსეროქსებას. ირღვევა სახელმძღვანელოს სტრუქტურა, შინაარსი და სტუდენტი ღებულობს რაღაც საკითხების დაქუცმაცებულ ნაკრებს, სადაც საკითხები არავითარ ურთიერთკავშირში არ არის.

საერთოდ უარყოფითი შედეგი გამოიღო უნივერსიტეტებისათვის ავტონომიურობის მინიჭებამ. რიგმა უნივერსიტეტებმა შემოიტანეს რეგულაციები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კანონს უმაღლესი განათლების შესახებ.

მომაკვდინებელ მდგომარეობაშია საქართველოს მეცნიერება. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია მასში შემავალი სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან ერთად საქართველოს მთავრობის მრჩევლად ითვლებოდა. ეს ერთიანი მსხვილი სამეცნიერო გაერთიანება იყო, რომელსაც ნებისმიერ საკითხზე შეეძლო გაეწია მთავრობისთვის კონსულტაციები. აკადემიიდან ისტიტუტები გადაისროლეს უნივერსიტეტებში. ისინი სამწუხაროდ ვერ შეერწყვნენ უნივერსიტეტებს, რადგანაც უნივერსიტეტებისთვის ზედმეტ ბარგს წარმოადგენდა. უფრო მეტიც, ზოგიერთმა უნივერსიტეტმა, მაგალითად ილიას უნივერსიტეტმა, აგრარულმა უნივერსიტეტმა, გააუქმა კიდეც რამოდენიმე ინსტიტუტი. შედარებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ის ინსტიტუტები, რომლებიც ი.ჯავახიშვილის სახელობის და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებს გადაეცა. მიუხედავად ამისა ისინი ვერ ჩაერთვნენ უნივერსიტეტის სასწავლო სამეცნიერო პროცესში, საგანმანათლებლო პროგრამებში და ფაქტიურად უნივერსიტეტის ცხოვრებაში არ მონაწილეობენ, მისთვის ზედმეტ ტვირთს წარმოადგენენ. ამის უარყოფითი შედეგები სახეზეა. მაგალითად, როდესაც 2019 წლის აპრილში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შეუუტიეს დავით გარეჯს და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს საქართველოს აკადემიური წრეების ჩართვა, ჩვენ ასეთი პიროვნებები აღარ აღმოგვაჩნდა, რადგან დიდი ხნის ჩარეცხილები იყვნენ.

ცალკე საკითხია ინსტიტუტების დაფინანსება. აქ საუბარი ზედმეტია საერთაშორისო დონის მეცნიერთა მწირ ხელფასზე. მთავარი პრობლემაა, რომ ინსტიტუტებს საშუალება არ აქვს მოაწყოს თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, ჩაატაროს ექსპედიცია, აღზარდოს ახალგაზრდა მეცნიერი, რადგანაც გაუქმებულია მაძიებლობის, ასპირანტურის და დოქტორანტურის ინსტიტუტები, რაც ჩვენმა მეზობელმა რესპუბლიკებმა შეინარჩუნეს და ამით მეცნიერების დონეც აამაღლეს.

აქვე შეცდომად მიმაჩნია განათლების და მეცნიერების, და კულტურის და სპორტის სამინისტროების შეერთება. ჩემი აზრით განათლების და მეცნიერების სამინისტრო დასაშლელი უფრო იყო. ცალკე უნდა გამოეყოს განათლების სამინისტრო, ხოლო მეცნიერების კომპონენტი შეუერთდეს მეცნიერებათა აკადემიას, ან სხვა რაიმე სამეცნიერო ცენტრს. სხვაგვარად მეცნიერება ჰაერშია გამოკიდული, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში ნადგურდება არსებული სამეცნიერო პოტენციალი, რომელიც გაცილებით ძლიერია კათედრების შესაბამის პოტენციალზე. უნივერსიტეტებს არ სცალიათ ინსტიტუტებისათვის და მხოლოდ ავტორიზაციის დროს სარგებლობენ მათი მიღწევებით. აუცილებელია სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების გათავისუფლება უნივერსიტეტებიდან და მათი დამოუკიდებელი განვითარება.

საერთოდაც უმაღლესი განათლების და მეცნიერების სფეროს მთავარი პრობლემა შესაბაბისი საბაზისო დაფინანსების არარსებობაა. დაფინანსების გარეშე დარგის განვითარება ვერ მოხდება. განათლება და მეცნიერება კი სახელმწიფოს მშენებლობის საფუძველია, ამიტომ საჭიროა ხელისუფლებამ შეცვალოს დამოკიდებულება დარგის მიმართ და ის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნიოს.
ვერაფრით შევეგუები იმ ფაქტს, რომ ჩემ აღმზრდელ უნივერსიტეტში, სადაც ჩემი სტუდენტობის და მუშაობის პერიოდში პრორექტორებად ისეთი დამსახურებული ადამიანები მოღვაწეობდნენ როგორიც იყვნენ აკადემიკოსები ვიქტორ კუპრაძე, მათე მირიანაშვილი, სერგო ჯორბენაძე, შოთა მესხია, ნოდარ კეკელიძე, ლევან ალექსიძე და სხვა გამოჩენილი მეცნიერები, დღეს სრულიად დაუმსახურებლად ინიშნებიან გამოუცდელი და დარგის არმცოდნე ადამიანები. ეს არც უნივერსიტეტის დამაარსებლებს მოეწონებოდა და არც ჩვენ წინაპრებს.

აქ მე განვიხილე ზოგიერთი პრობლემა, რაც ზედაპირზე ჩანს, თუ ჩავუღრმავდებით, მაშინ გაცილებით მეტი აღმოჩნდება. სინამდვილეში კი უმაღლესი განათლების და მეცნიერების ასეთი სისტემით ვერავითარი სწავლების ხარისხი ვერ უმჯობესდება და მეცნიერებაც არ ვითარდება, ვფიქრობ პირიქით –უარესდება და ჩამორჩება.

პროფესორი,

ელიზბარ ელიზბარაშვილი

საშობაო ნობათი თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფინანსური მხარდაჭერით ნაყიდი პროდუქტები და საშობაო „ალილოზე“ შეგროვებული შემოწირულობა სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ და მერის პირველმა მოადგილე დავით ბეგიაშვილმა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად საშობაო ნობათი 30 ოჯახს გადასცეს და შობა-ახალი წელი მიულოცეს.

,, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა შეაგროვეს გარკვეული თანხა, რითაც ვიყიდეთ ხილი, ტკბილეული, პროდუქტები, რომელსაც დაემატა საშობაო „ალილოზე“ შეგროვებული შემოწირულობა. საშობაო ნობათი თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს გადავეცით, სადაც არიან უდედმამო ან შშმ ბავშვები ან მშობლებს სამზე მეტი შვილი ჰყავთ. ალილოზე შეგროვდა დაახლოებით 1000 ლარი, საიდანაც საკრებულოს ფინანსურმა მხარდაჭერამ 730 ლარი შეადგინა. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრი დავით მაისურაძე“, – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ.

 „ალილოს,, სადღესასწაულო მსვლელობა შობის დღესასწაულზე თელავში წელს პირველად ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ, სასულიერო პირებმა, მოქალაქეებმა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.

საშობაო „ალილო“ ალავერდის ეპარქიისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

თელავში, ანსამბლ ,,პატარა კახის,, კონცერტი გაიმართა

თელავის თეატრის მცირე დარბაზში ანსამბლ ,,პატარა კახის,, კონცერტი გაიმართა. ? ანსამბლის წევრებმა და ახალი თაობის წარმომადგენლებმა ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს.

ანსამბლი ,,პატარა კახი,, 2011 წელს ძმებმა ბექა და გოჩა ბიძინაშვილებმა დაარსეს.