Monthly Archives: იანვარი 2020

თელავში, ფორუმ თეატრი ,,ქალთა უფლებების” შესახებ მოეწყო

თელავის ახალგაზრდული ცენტრის (PITA) წევრებმა, ფორუმ თეატრი ოჯახური ძალადობის შესახებ ჩაატარეს. ახალგაზრდებმა დამსწრე წევრებს, სიტუაცია ოჯახური ძალადობის შესახებ წარუდგინეს .აღნიშნულ საკითხზე დისკუსია მოეწყო,სადაც ფორუმ თეატრში არსებული პრობლემა და მის გადაჭრის გზებზე იზრუნეს.

თელავის მუნიციპალიტეტში პარკირების ადგილების განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დღეს გამართულ სხდომაზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომისა და საგზაო ნიშნების განთავსებისათვის ადგილების განმსაზღვრელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნას მხარი დაუჭირა.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურუს კომისიის თავმჯდომარე დავით ღაღანიძე უხელმძღვანელებს, შევლენ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები არჩილ თხლაშიძე, გიორგი ჩაბრაშვილი, ზურაბ ლილუაშვილი, არჩილ თვალიაშვილი, იოსებ პარწიკანაშვილი, გოჩა წაწალაშვილი, ალექსი ძულიაშვილი და ზურაბ ნაცარაშვილი.

სამუშაო ჯგუფის მიზანია ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომის ადგილების შერჩევა და განსაზღვრა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 13 შშმ პირს ეტლები გადასცეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქველმოქმედო აქცია ჩატარდა, რომლის ფარგლებში, მუნიციპალიტეტეში მცხოვრებ 13 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს ეტლები, სოფელი ბოდბის საჯარო სკოლის ბიბლოითეკას წიგნები,სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ტანსაცმელი, ხოლო სოფელი ქვემო ბოდბის საბავშვო ბაღს წიგნები და სათამაშოები გადაეცათ.

გამთენიისას, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი და იქ არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები დაიწვა.  სახლის მეპატრონე, სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული დამწვრობის გამო, სასწრაფო დხმარების ბრიგადამ ჯერ გურჯაანის საავადმყოფოში , მოგვიანებით კი თბილისში, რეანომობილით გადმოიყვანა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული დამწვრობით სახლის მეპატრონე, 30 წლამდე კაცი , სასწრაფო დხმარების ბრიგადამ ჯერ გურჯაანის საავადმყოფოში , მოგვიანებით კი თბილისში, რეანომობილით გადმოიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სოფლის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებული სამუშაოების დაგეგმვის მიზნით თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დღეიდან დაიწყო.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, მერი შოთა ნარეკლიშვილი და მერის მოადგილე დავით ბეგიაშვილი, სოფელებში – აკურაში, ვანთაში, ბუშეტსა და ქვემო ხოდაშენში ჩავიდნენ და მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივებმა სოფელ ქვემო ხოდაშენში პრიორიტეტულ საკითხებად სკვერის და წყლის რეზერვუარის მოწყობა დაასახელეს, ბუშეტში – წყლის რეზერვუარის მოწყობა, ჭაბურღილის გაწმენდა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი და სასაფლაოს გზების მოწესრიგება, ვანთაში შიდა საუბნო გზების მოხრეშვა და წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა, ხოლო აკურაში სარწყავ ქსელზე რეზერვუარის მოწყობა და შიდა საუბნო გზებზე გარე განათების მოწყობა მოითხოვეს.