Monthly Archives: ივნისი 2019

თელავში ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის მუსიკალური სასწვლებლის წინ თელავის საპატიო მოქალაქის, კომპოზიტორ ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

ვარსკვლავის გახსნამდე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე მუსიკოსის საავტორო საღამო გაიმართა.

თელავის მუნიციპალიტეტში 15 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

2019 წელს თელავის მუნიციპალიტეტში  15 მილიონი  ლარი დაიხარჯება, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. თანხები  გადანაწილებულია როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე  რეგიონული განვითარების   ფონდიდან, სოფლის დახმარების პროგრამებიდან, სკოლებისა და ამბულატორიებისათვის მთავრობის მიერ გამოყოფილი სუფსიდიდან .