Home რეგიონი ახმეტა 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა და საკრებულოს თავმჯდომარემ იოსებ ქარუმაშვილმა გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას.

ადგილზე აღევლინა დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი.

პარაკლისის შემდეგ ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა თემატური სიმღერები შეასრულეს.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. 1989 წლის 9 აპრილიდან ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.