ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, კახეთის რეგიონს პარლამენტში, მოსახლეობის მიერ არჩეული ორი წარმომადგენელი ეყოლება.
რეგიონში 2 საარჩევნო ოლქი შეიქმნა, პარტიების ნაწილმა კახეთში მაჟორიტარობის შესაძლო კანდიდატებზე უკვე შეაჩერა არჩევანი.
„ევროპულმა საქართველომ“ ამ დროისთვის კახეთის რეგიონში დეპუტატობის კანდიდატი ორივე ოლქში დაასახელა. დეპუტატობის მანდატისთვის თელავის მხარეს ყოფილი გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ხოლო გურჯაანის მხარეს კი ასევე ყოფილი გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი იბრძოლებენ.
პოლიტიკურ მოძრაობა „ ლელოს“ დეპუტატობის კანდიდატებიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი კანდიდატი ეკა ქვლივიძე ჰყავს დასახელებული გურჯაანი სიღნაღი დედოფლისწყარო საგარეჯოს მხარეს. ეკა ქვლივიძე პროფესიით მფრინავია.
პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კახეთის რეგიონის ყველა საარჩევნო ოლქში წარადგინა. თელავის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოქმედი გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილია, გურჯაანი სიღნაღი, საგარეჯო, დედოფლისწყაროში კი გურჯაანის მაჟოირტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილია., კანდიდატები საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ წარადგინა.
ცნობილია რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კახეთის ყველა საარჩევნო ოლქში წარადგენს დეპუტატობის კანდიდატებს, თელავი, ახმეტა, ყვარელი ლაგოდეხის ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი იქნება. ენმ-ს დეპუტატობის კანდიდატად გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო და სიღნაღის მაჟორიტარი კანდიდატი კი, ლევან ბეჟაშვილია.
პარტია „ქართული ფესვებმა “ სამაჟორიტარო ოფისი რამდენიმე დღის წინ უკვე გახსნა თელავში სადაც კანდიდატად პარტიამ თელაველი კოლორიტი გეგე სულხანიშვილი თელავი ახმეტა ყვარელი ლაგოდეხის მაჟორიატარად დაასახელა.
თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში დეპუტატობის კანდიდატი, ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობიდან ემზარ ქვარიანი იქნება.
ამ ეტაპზე არ დაუსახელებია კანდიდატები “პატრიოტთა ალიანსსაც“.როგორც ცნობილია „დავით თარხან-მოურავი – ირმა ინაშვილი „პატრიოტთა ალიანსი“ კანდიდატების დასახელბას სექტემბრის დასაწყისში გეგმავენ