არასოდეს არ არის გვიან, რომ დავიწყოთ ზრუნვა ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოზე – ტვინზე. სწორი ცხოვრების წესი და ჯანსაღი ჩვევები დემენციის რისკს მესამედით ამცირებს!
საფეხურები:
დაიწყეთ ბევრი სიარული
ჩატარებული კვლევების თანახმად, ადამიანებს, რომლებმაც დაიწყეს დღეში 10000 ან მეტი ნაბიჯის გავლა საშუალო ასაკში, საშუალოდ 2,2 წლით ახალგაზრდა ტვინი ჰქონდათ მათზე, ვინც არ ვარჯიშობდა. უფრო მეტიც, აქტიურობა გვეხმარება დეპრესიისგან გათავისუფლებაში: ვარჯიში ამცირებს ანთებას და ასტიმულირებს ქიმიკატების გამოყოფას, რომლებიც ასტიმულირებენ ტვინის უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას.
მიირთვით მწვანე ბოსტნეული
სალათის ფოთოლი, რუკოლა, ისპანახი, რეჰანი, ოხრახუში და სხვა ფოთლოვანი მწვანილს შეუძლია ტვინი 11 წლით გაახალგაზრდავოს. ფოთლოვანი მწვანილი შეიცავს ლუტეინს, სპეციალურ პიგმენტს, რომელიც ხელს უწყობს ნაცრისფერი ნივთიერების რაოდენობის გაზრდას ტვინის იმ ნაწილში, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებასა და ინფორმაციის დამუშავებაზე.
ამოხსენით ერთი კროსვორდი ყოველდღე
კროსვორდების ან სუდოკუს ამოხსნა უკეთ ავითარებს და ავარჯიშებს ჩვენს ტვინს, ვიდრე ჭადრაკის თამაში. ამოხსენით მინიმუმ ერთი კროსვორდის თავსატეხი ყოველდღე და თქვენი ტვინი მიიღებს საკმარის დატვირთვას, გაგაახალგაზრდავებთ მინიმუმ რვა წლით.
აკონტროლეთ თქვენი წნევა
ჰიპერტენზია 40 წელს ზემოთ ასაკში ზრდის შემეცნებითი დაქვეითების რისკს, ამიტომ მნიშვნელოვანია არტერიული წნევის დონის კონტროლი და თუ ის 130/90-ზე მეტია, აუცილებლად მიიღეთ ზომები.
საკმარისი ძილი
ღამის ძილის დროს ჩვენი ტვინი ერთგვარი გადატვირთვის პროცესშია, ასევე, აღმოფხვრის მიკროდაზიანებებს, რომლებსაც ის დღის განმავლობაში განიცდის. მაგრამ ეს ხდება მხოლოდ ღრმა ძილის ფაზაში. თუ საკმარისად არ გძინავთ, თუ ხშირად იღვიძებთ ღამით, ან თუ თქვენი ძილი არ არის ღრმა, თქვენ ეხმარებით ტვინს უფრო სწრაფად დაბერებაში.
შეინარჩუნეთ და განავითარეთ სოციალური კავშირები
რაც უფრო მეტს ვუკავშირდებით, რაც უფრო მდიდარი და ემოციურად დატვირთულია ჩვენი კონტაქტები, მით უკეთეს მდგომარეობაშია ჩვენი ტვინი. ადამიანებთან აქტიური ურთიერთობისას, რომლებიც მოგვწონს და ვზრუნავთ, იზრდება ტვინის გარკვეული წრეების აქტივობა, რაც ასტიმულირებს BDNF-ის გამომუშავებას, მოლეკულას, რომელიც გადამწყვეტია ტვინის უჯრედების აღდგენისა და ახალი ნერვული კავშირების შესაქმნელად.
მიირთვით მეტი კენკრა
კენკრის რამდენიმე პორცია კვირაში, ახალი თუ გაყინული, გვაძლევს საკმარის ანტიოქსიდანტებს, რათა დავუპირისპირდეთ ჟანგვის პროცესებს, რომლებიც ამცირებენ ტვინის დამცავ ფუნქციას. ყოველ დილით ერთი ჭიქა მოცვი ან მარწყვი თქვენს ტვინს მინიმუმ 2 წლით ახალგაზრდას გახდის.
ისწავლეთ მედიტაცია
ბოლოდროინდელი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანების ტვინი, ვინც რეგულარულად მედიტირებს, საშუალოდ 7,5 წლით ახალგაზრდაა იმაზე, ვისაც არასდროს გაუკეთებია.