Home დღის ამბები 8 ოქტომბრის მდგომარეობით კახეთში კოვიდ – 19 ით 73 ინფიცირებულია

8 ოქტომბრის მდგომარეობით კახეთში კოვიდ – 19 ით 73 ინფიცირებულია

სექტემბიდან დღემდე რეგისტრირებულია კოვიდ 19-ის 73 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. მუნიციპალიტეტების მიხედვით მათი განაწილება ასეთია:
ახმეტა -19
გურჯაანი -9
დედოფლისწყარო -2
ყვარელი -12
სიღნაღი – 6
ლაგოდეხი -20
თელავი – 5.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. ინფიცირებულთაგან 21 მკურნალობს კოვიდ-კლინიკაში, 1 საკარანტინე სივრცეშია, 8 პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 43 პირი გამოჯანმრთელდა.
საკარნტინე 3 სივრცეში (სასტუმროში) ამჟამად იზოლირებულია 55 მოქალაქე, ხოლო სახლებში თვითიზოლაციაში იმყოფება 222 მოქალაქე.
გასული კვირის განმავლობაში აღებული და PCR ტესტირებისათვის გაგზავნილ იქნა 1810 ნიმუში. სულ კახეთის რეგიონში დაწყებიდან დღემდე აღებული და ტესტირებულია 27399 ნიმუში, რომელთაგან 8637 მედპერსონალია.