საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის გამშვებ-პუნქტზე უცხო ქვეყნის 8 მოქალაქეს ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს.
როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების უფროსი, მაკა ხმალაძე აცხადებს, მიზეზი მაღალი ტემპერატურა გახდა, რის გამოც ყველა მათგანი უკან გააბრუნეს.
“ლაგოდეხის საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდნენ ექვსი აზერბაიჯანის , ერთი გერმანიის და ერთიც შვეიცარიის მოქალაქე, თუმცა იმის გამო, რომ დაწესებულია რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებთან შეზღუდვები, მათ საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა”,- განმარტა მაკა ხმალაძე.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის საფრთხის გამო კახეთში თვითიზოლაციაში 68 ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს ყოველდღიურად აკვირდებიან, რადგან მაღალი რისკის ჯგუფის ქვეყნებში მოგზაურობიდან 14 -დღიანი საკარანტინო პერიოდი ჯერ არ გასულა, თუმცა ხვალიდან მათ ნაწილს მეთვალყურეობა მოეხსნება. თვითიზოლაცია მყოფი ადამიანების უმეტესობა იტალისა და ჩინეთში მოგზაურობდა.
ამ ეტაპზე, საკარანტინო სივრცეში, კახეთის მასშტაბით არც ერთი პირის გადაყვანა არ მომხდარა, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მათ ჯერჯერობით არ აღენიშნებათ