7 – 8 იანვარს, საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთასა და მაღალმთაში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ხილვადობის გაუარესება.
სააგენტოს ცნობით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.