7 აგვისტოს, 17:00 საათზე, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ თელავის ოფისის ორგანიზებით, გაიმართება თეიმურაზ ვახტანგიშვილის და თენგიზ სიმაშვილის წიგნის „თელავი წარსული და თანამედროვეობა“ პრეზენტაცია.
ნაშრომს გარკვეულწილად ქალაქ თელავის ისტორიის „მეგზურის“ დანიშნულება აქვს. მასში ზოგადად გაშუქებულია თელავის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე, თუმცა, უფრო მეტი ყურადღება დათმობილი აქვს ახალი და უახლესი პერიოდის მოვლენებს, ისტორიული ძეგლებისა და ქუჩების აღწერილობას. წიგნის ავტორები მთავარ ყურადღებას ქალაქის ცენტრალური მოედნისა და მასთან დამაკავშირებელი ძირითადი ქუჩების აღწერაზე, განაშენიანებასა და იქ მცხოვრებ ადამიანთა ვინაობის წარმოჩენაზე ამახვილებენ.