შაბათს, 7 ივლისს, 10:00 – 18: 00 საათამდე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში, „ქალთა ოთახში “ ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტიდან მოწვეული ექიმი-ნევროლოგები 3-6 წლამდე ასაკის ბავშვებს უფასო კონსულტაციას გაუწევენ.
უფასო კონსულტაციები გურჯაანის მუნიციპალიტეტში პროექტის „ბავშვთა ნევროლოგიური მომსახურების უახლესი მეთოდოლოგიების დანერგვა და მათი ფუნქციონირების ხელშეწყობა“ და „3 დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა და მშობელთა მომსახურების დანერგვა“ ფარგლებში იმართება.
მას გურჯაანში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია – „ქალები რეგიონიდან საზოგადოების განვითარებისთვის“ და „საქართველოს ქრონიკულ ნევროლოგიურ დაავადებათა სამედიცინო აუდიტი“, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მომსახურების სამსახურის, ააიპ გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების და მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მხარდაჭერით ახორციელებს და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
✔️პროექტები დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის (KRDF) მიერ.