გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 მაისამდე საქართველოში შენარჩუნდება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით,ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და შკვალური ხასიათის ქარი.6 მაისიდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია სინოპტიკური სიტუაციის მკვეთრი გაუარესება. მოიმატებს ძლიერი ნალექების, სეტყვის და ქარის გაძლიერების შესაძლებლობა.
ზღვაზე შეიქმნება 3-4 ბალიანი ღელვის პირობები. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები,ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.(საფრთხის დონე 6 მაისამდე საშუალი,6-7 მაისს – მაღალი).