ლაგოდეხში, მოსახლეობის აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ბოტკოველის
და ოპოზიციური პატიის აქტივისტების გამოჩენას პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი წყლის გამრიცხველიანების წინააღმდეგ გამოდიან და ამ პროცესში ოპოზიციზიური ძალების ჩართულობა ხელისუფლებასთან დაწყებულ მოლაპარაკებებს დააზიანებს.
აქციის მონაწილეებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიის ხელმძღვანელი გრიგოლ მანდარია , ლაგოდეხი- ყვარელის მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელები შეხვდნენ. შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა, კერძოდ, 10 დღის განმავლობაში შესაბამისი უწყებები წყლის ტარიფის განახევრების შესახებ იმსჯელებენ და ამის შესახებ ლაგოდეხელებს ადგილზე აცნობებენ.
აქცია თავდაპირველად ხმაური და სიტყვიერი შელაპარაკების ფონზე მიმდინარეობდა. ადგილობრივები წყლის გადასახადის გადახდას ისევ სულადობით წესით, ხოლო მრიცხვეების საერთოდ გაუქმებას ითხოვენ. გარდა ამისა, მათთვის დაწესებული ტარიფიც მიუღებელია, ვინაიდან წყალი დაბინძურებული მოდის და სასმელად უვარგისია.
მათივე თქმით, იმის გამო, რომ ადგილობრივებს სარწყავი წყალი არ მიეწოდებათ, ისინი სარწყავადაც სწორედ სასმელი წყლის გამოყენება უწევთ და მაღალი გადასახადი მოსდით.
ლაგოდეხში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ბოლო 5 წლის განმავლობაში 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რა დროსაც გაკეთდა ორი სათავავე ნაგებობა, სამი ახალი ჭაბურღილი და 123 – კილომეტრიანი წყლის სისტემა სრულად შეიცვალა.