სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში შერჩეული ხილისა და ბოსტნეულის იმპორტის 2019 წლის მონაცემებს აქვეყნებს.
კერძოდ, ჩამონათვალში მოხვდა რძე და რძის პროდუქტები, შაქარი, ხახვი, ბრინჯი და კარტოფილი.
საქსტატის ცნობით, ქვეყანაში გასულ წელს ჯამში, 72 503 600 აშშ დოლარის რძე და რძის პროდუქტები; 50 346 500 დოლარის – შაქარი; 12 413 300 დოლარის – ხახვი, 6 741 100 აშშ დოლარის ბრინჯი და 2 439 400 დოლარის კარტოფილი შემოვიდა.
მათ შორის, ხახვის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს თურქეთი, საიდანაც, 5 701 000 აშშ დოლარის ხახვი შემოვიდა; მას მოსდევს – უზბეკეთი – 2 333 200 დოლარით; მე-3 ადგილზეა – აზერბაიჯანი – 1 850 700 აშშ დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ყაზახეთი და რუსეთი იკავებენ, საიდანაც, შესაბამისად, 1 819 700 და 500 600 დოლარის ხახვის იმპორტი განხორციელდა.
რაც შეეხება ბრინჯს, გასულ წელს პაკისტანიდან ყველაზე მეტი – 2 552 400 აშშ დოლარის ბრინჯის იმპორტი განხორციელდა, მას მოსდევს – ინდოეთი – 2 073 100 დოლარით; მე-3 ადგილზეა – რუსეთი, საიდანაც 755 400 აშშ დოლარის ბრინჯი შემოვიდა; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ტაილანდი და ვიეტნამი ინაწილებენ, შესაბამისად, 521 300 და 289 ათასი აშშ დოლარის ბრინჯის იმპორტით.
თუ გინდა გაიგო რა ხდება შენს სოფელში შენს ქალაქში შენს რეგიონში. გქონდეს სწრაფი და სანდო ინფორმაცია იმეგობრე ჩვენთან და მოიწონე ჩვენი გვერდი „მთავარი ამბები კახეთიდან/mak.ge“ ან გაწევრიანდი ჩვენს ჯგუფში „მთავარი ამბები კახეთიდან“