იცოდით , რომ ყოველდღიურად ისეთ პროდუქტებს ვიღებთ, რომლებიც ხელს უწყობენ სიკვდილს? ამ პროდუქტებიდან ზოგი მაღალ წნევას, ქოლესტერინის მაღალ დონეს, დიაბეტს , გულის დაავადებებსა და კიბოსაც კი იწვევს.
1) ტომატის კონსერვი
ტომატის კონსერვს შეგიძლიათ, შენიღბული მკვლელი უწოდოთ, რადგან ის შაქრის ფარული წყაროა. მისი მიღება იწვევს დიაბეტს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებს და კარიესს. იმისათვის,რომ საფრთხეს თავი ავარიდოთ, საჭმლის მომზადებისას თქვენივე ხელით მოამზადეთ პომიდვრის სოუსი (შეგიძლიათ,კერძს გახეხილი პომიდორი დაუმატოთ).
2) ლიმონათი/გაზიანი სასმელები
გაზიანი სასმელები მთელი ორგანიზმის მტერია,მისი მიღება იწვევს: კანის გამოფიტვას,ჰორმონალურ დისბალანსს,სისხლში შაქრის დონის ცვლილებას და განწყობის გაუარესებას. დაივიწყეთ იმ კომპანიების პროდუქტიც კი,რომლებიც გვარწმუნებენ,რომ მათი წვენი 100 %-ით ნატურალურია და პირიქით, ვიტამინებსაც კი შეიცავს. ნებისმიერი გაზიანი სასმელი შეიცავს კონსერვანტებს, საღებავებსა და შაქარს.
3) მცენარეული ზეთი
მცენარეული ზეთს საკმაოდ ხშირად ვიყენებთ და ბევრ ჩვენგანს აქამდე არც უფიქრია, რამდენად სახიფათო პროდუქტია ის. ასეთი ზეთი უმეტესად გენმოდიფიცირებულია. გარდა ამისა, მცენარეული ზეთი შეიცავს ე.წ ტრანს-ცხიმებს, რაც იწვევს კარდიოვასკულურ დაავადებებს,სიმსუქნეს, კიბოს და ალცჰაიმერსაც კი. თუმცა, არსებობს ჯანსაღი ალტერნატივა,მაგალითად: ქოქოსის,ავოკადოს ან ზეითუნის ზეთი.
4) კარტოფილის ჩიპსები
ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც გამოშრობამდე შემწვარია, შეიცავს საშიშ ნივთიერებას,რომელსაც აკრილამიდი ეწოდება. არც კარტოფილის ჩიპსებია გამონაკლისი. იცოდით, რომ ჩიპსების მიღება ზრდის მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს? ასე რომ , მოერიდეთ ჩიპსების ყიდვას და შეეცადეთ, ის სახლში მოამზადოთ. დაგჭირდებათ მხოლოდ კარტოფილი და ზეითუნის ზეთი.
5) მარილი
მარილი დიდ როლს თამაშობს სისხლის მიმოქცევის დარეგულირებაში.თუ მარილს დიდი რაოდენობით მიიღებთ, გექნებათ მაღალი წნევა და შესაძლოა, კარდიოვასკულარული დაავადებაც კი განგივითარდეთ,რაც სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის პირველ ადგილზეა,მსოფლიო მასშტაბით.