კახეთი – ყურძნის და ღვინის მხარეა. მაგრამ რთველში წასვლის და ღვინის დაგემოვნების გარდა, აქ ის ადგილებიცაა, რომელიც შემოდგომის ფოთოლცვენის მოყვარულებს მოეწონებათ.
შუამთის ტყე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ტყეა კახეთში. მისი ნახვა წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება, მაგრამ ყველაზე ლამაზი შემოდგომაზეა, როცა ტყეულამაზეს ფერებშია შეფერილი, ტყის ძირას კი ორქოსფერი ხალიჩა აგია. ეკლესიამდე მისასვლელი გზაც სწორედ ამ ტყეზე გადის.
ლოპოტაზე ბევრი დაწერილა და თქმულა. იმისათვის, რომ მთელი არსებით შეიგრძნოთ ბუნება და სულიერად დაისვენოთ, საკუთარი ფეხით უნდა წახვიდეთ და საკუთარივე თვალით ნახოთ კახეთის მარგალიტი.
ცოტამ თუ იცის გურჯაანის რაიონის ამ სოფლის და და მასთან ახლოს არსებული მონასტრის ნანგრევების შესახებ. ზეგაანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. სამონასტრო კომპლექსის გარშემო უძველესი ტყეა გაშენებული, რომელიც ნისლში განსაკუთრებით მისტიურ ატმოსფეროს ქმნის.
კახეთისკენ გომბორის უღელტეხილზე განავალი გზა ყველაზე მოკლეა. მაქსიმალური სიმაღლე 1620 მეტრი. ციცაბო და მკვეთრი მოსახვევები, მრავალფეროვანი ბუნება და საუკეთესო ხედები ისაა, რასაც უღელტეხილი მოგზაურებს სთავაზობს. მათთვის, ვინც მგზავრობას ვერ იტანს, შუაგზაზე წყარო და სასასვენებელი ადგილია მოწყობილი. რასაკვირველია, ფოტოსესიისთვის იდეალურ ადგილას.
ყვარლის რაიონში, ლოპოტას მეზობლად, ყვარლის ტბაა. სად უნდა დალიო დილის ყავა და ბოლომდე შეიგრძნო შემოდგომის მყუდრო მზის ძალა, თუ არა ყვარლის ტბის ვერანდაზე, რომელიც ფერად-ფერად მთებს და სარკესავით კრიალა ტბას გადაყურებს.