გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში, 1 წლის ანგარიში წარუდგინა მოსახლეობას.
მერმა მერიის სამსახურებისა და ა(ა)იპების მიერ შესრულებული სამუშაოები შეაჯამა და წლის ბოლომდე დაგეგმილი საკითხები განიხილა.
წლიური ანგარიშის საჯარო წარდგენას საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.