4 იანვარს, ყვარელში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების ჩატარების ადგილი: ილია ჭავჭავაძის ქუჩა, იუსტიციის სახლის მიმდებარე სკვერი
საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 14:00 საათი
14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი და საახალწლო ნუგბარი
14:00–19:00 – ელფების სახელოსნო: საახალწლო ფიგურების დამზადება
14:00–19:00 საბავშვო გასართობი სივრცე: თამაშები ყველა ასაკის ბავშვებისთვის, თოვლის პაპა და საჩუქრები
14:00-18:00 – მუსიკალური კარნავალი, თეატრალიზებული მსვლელობა ზღაპრის გმირებით
14:00-18:00 – თოვლის პაპას ფოსტა: საახალწლო ღია ბარათების გაგზავნა საქართველოში და საზღვარგარეთ
14:00-18:00 – ღია კინოთეატრი: საახალწლო ფილმების ჩვენება
18:00–20:00 – საღამოს კონცერტი: ანსამბლი „ჰერიო“, მასტერი, ბენდი „მიქსტურა“
ღონისძიების წამყვანი – თაკო ჩორგოლაშვილი
20:00 – საზეიმო ფოიერვერკი