ქვეყნის მასშტაბით ყველა ქალაქში, მათ შორის კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში “მუსიკალური საღამოები” გაიმართება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 24 ივნისს, ლაგოდეხის ცენტრალურ სკვერში, ხოლო 25 ივნისს, ყვარლის “9 აპრილის” სახელობის სკვერში ღონისძიება “მუსიკალური საღამო” გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, ადგილზე მოსული სტუმრებისთვის მოეწყობა საგამოფენო და სადეგუსტაციო სივრცე, საბავშვო გასართობი კუთხე, ფოტოგადასაღები ზონა, პატარების განწყობაზე იზრუნებენ ანიმატორები და ზღაპრის გმირები, გაიმართება სხვადასხვა შემეცნებით – გასართობი აქტივობა. ორივე ქალაქში ღონისძიებას დედაქლაქიდან მოწვეული შემსრულბებლების გრანდიოზული კონცერტი დაასრულებს. ლაგოდეხში დასკვნით კონცერტში მონაწილეობენ – ანსამბლი ,,ჩვენებურები” და ჯგუფი ,,რეზო და ბავშვები“ , ხოლო ყვარელში ქართული ჯგუფი Killages. ორივე ქალაქში ღონისძიება ოფიციალურად დაიწყება 19:00 საათზე და დასრულდება 22:00 საათზე. გვეწვიეთ, ერთად გავატაროთ ზაფხულის მუსიკალური საღამოები.