ფეხბურთის გულშემატკივართა თხოვნით, 31 მაისს, 23:00 საათზე, ყვარლის სასპორტო სკოლის დარბაზში, ჩემპიონთა ლიგის 2024 – 2025 წლების სეზონის ფინალური თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება დიდ ეკრანზე.
ფინალურ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან საფრანგეთის “პარიზ სენ-ჟერმენი” და იტალიის “ინტერი”.
წლევანდელი ფინალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი გულშემატკივრებისთვის, რადგან საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ამჟამად პარიზ სენ-ჟერმენის რიგებში თამაშობს, მონაწილეობას მიიღებს მატჩში. ეს გულშემატკივრებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, რომ ევროპის ყველაზე დიდ საფეხბურთო სცენაზე საკუთარი ქვეყნის მოთამაშეს უგულშემატკივრონ.