30 დეკემბერს, თელავში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების ადგილი: ბატონის ციხის მიმდებარედ
საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 14:00
14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი და საახალწლო ტკბილეული
14:00–19:00 – ელფების სახელოსნო: საახალწლო ფიგურების დამზადება
14:00–19:00 საბავშვო გასართობი სივრცე: თამაშები ყველა ასაკის ბავშვისთვის, თოვლის პაპა და საჩუქრები
14:00-18:00 – მუსიკალური კარნავალი, თეატრალიზებული მსვლელობა ზღაპრის გმირებით
14:00-18:00 – თოვლის პაპას ფოსტა: საახალწლო ღია ბარათების გაგზავნა საქართველოში და საზღვარგარეთ
14:00-18:00 – ღია კინოთეატრი: საახალწლო ფილმების ჩვენება
18:00–20:00 – კონცერტი ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით: ნინი ქარსელაძე, რუსა მორჩილაძე, ქრისტინე იმედაძე, ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე; ჯგუფები „სახე“ და „ქუჩის ბიჭები“
ღონისძიების წამყვანი – ეკო ფანგანი
20:00 – საზეიმო ფოიერვერკი