Home დღის ამბები 3 ათას დოლარზე მეტი ერთი კილოგრამი – რატომ ღირს „ზღვის კიტრი“ ძვირი

3 ათას დოლარზე მეტი ერთი კილოგრამი – რატომ ღირს „ზღვის კიტრი“ ძვირი

ზღვის კიტრი შეიძლება მიმზიდველად არ გამოიყურება, მაგრამ ის ძალიან ძვირად ღირებულია. კილოგრამის ფასი 3 000 დოლარსაც კი აღემატება.

ეს პროდუქტი იმდენად ძვირფასია, რომ მის მოსაპოვებლად ადამიანები სიცოცხლეს რისკავენ. მყვინთავებს მის მოსაძებნად ღრმად ჩაყვინთვა უწევთ.

მსოფლიოში 1250 სხვადასხვა სახეობის ზღვის კიტრი არსებობს.

საინტერესოა, რატომ ითვლება ის ლუქს დელიკატესად და რა ხდის მას ასეთ ძვირს?

Business Insider-ის ინფორმაციით, ზოგიერთი სახეობის კილო ზღვის კიტრის ღირებულება 3 000 დოლარს აღემატება.

“ისინი საკმაოდ უცნაური ცხოველები არიან. არც კიდურები აქვთ, არც თვალები. აქვთ მხოლოდ პირი, ანუსი და ორგანოების მთელი წყება.“ – ამბობს გამოცემასთან ზღვის კიტრის ექსპერტი.

ზღვის კიტრი აზიაში დელიკატესად საუკუნეების განმავლობაში ითვლებოდა. მას მხოლოდ უმდიდრესი კლასი მიირთმევდა. ის განსაკუთრებულად მდიდარია ცილით და ერთ-ერთ ყველაზე ჯანმრთელ საკვებად მიიჩნევა.

ზღვის კიტრზე მოთხოვნა 1980-იან წლებში გაიზარდა.

მსოფლიოში არსებული 1250 სხვადასხვა სახეობის ზღვის კიტრიდან, ყველაზე ძვირად ღირებულია იაპონური. კილოგრამის ფასი 3.500-დან 4 000 დოლარამდე მერყეობს, ესეც მხოლოდ საბითუმო.

იმ შემთხვევაში, თუ ამაზონზე ერთ თეფშს შეუკვეთავთ, შესაძლოა, ულუფაში 170 დოლარზე მეტის გადახდა მოგიწიოთ.

აღმოჩნდა, რომ ზღვის კიტრის კანი შეიცავს ქიმიკატის მაღალ დონეს, რომელსაც ეწოდება – ფუკოზირებული გლიკოზამინოგლიკანი. მას ხალხი მთელ აზიაში იყენებდა სახსრების პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა ართრიტი და სხვა.

1996 წლიდან 2011 წლამდე, ზღვის კიტრის ექსპორტიორი ქვეყნების რაოდენობა 35-დან 83-მდე გაიზარდა. თუმცა, მექსიკაში – იუკატანში, 2012-2014 წლებში მოსავალი 95%-ით შემცირდა. დღეს ზღვის კიტრის მოპოვება იშვიათად არის შესაძლებელი, რაც მის ფასს კიდევ უფრო ზრდის. მის მოსაპოვებლად მყვინთავები უფრო და უფრო ღრმად ცურავენ, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

ზღვის კიტრის მოპოვების მცდელობისას, მინიმუმ 40 იუკატანელი მყვინთავი უკვე დაიღუპა.

ექსპლუატირებული ზღვის კიტრის 70 ან მეტი სახეობიდან, 7 ახლა კლასიფიცირებულია, როგორც გადაშენების პირას მყოფი.