Home რეგიონი ლაგოდეხი 27 დეკემბერს, ლაგოდეხში საახალწლო ღონისძიება გაიმართება (პროგრამა)

27 დეკემბერს, ლაგოდეხში საახალწლო ღონისძიება გაიმართება (პროგრამა)

27 დეკემბერს, ლაგოდეხში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიების ადგილი – ქალაქი ლაგოდეხი, ცენტრალური პარკი

საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 14:00

14:00-19:00 საშობაო ბაზრობა: ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი და საახალწლო ნუგბარი

ელფების სახელოსნო: საახალწლო ფიგურების დამზადება

საბავშვო გასართობი სივრცე: თამაშები ყველა ასაკის ბავშვისთვის, თოვლის პაპა და საჩუქრები

14:00-18:00 მუსიკალური კარნავალი, თეატრალიზებული მსვლელობა ზღაპრის გმირებით

თოვლის პაპას ფოსტა: საახალწლო ღია ბარათების გაგზავნა საქართველოში და საზღვარგარეთ

ღია კინოთეატრი: საახალწლო ფილმების ჩვენება

18:00–20:00 კონცერტი: ანსამბლი „გორდელა“ და ჯგუფი „არა“

20:00 საზეიმო ფოიერვერკი