26-27 აპრილს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ექიმები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკურ კვლევებს ჩაატარებენ.
მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მიიღონ შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურება
ექიმი-თერაპევტის კონსულტაცია
ფარისებრი ჯირკვლის რადიოლოგიური კვლევა;
გინეკოლოგის კონსულტაცია;
მუცლის ღრუ და სხვა შინაგანი ორგანოების ექოსკოპირება უახლესი აპარატურით;
კარდიოლოგის კონსულტაცია;
კარდიოლოგიური გამოკვლევა;
სისხლში შაქრის შემცველობის დონის განსაზღვრა;
ოფთალმოლოგის კონსულტაცია:
მისამართი ქ.ახმეტა ჭავჭავაძის ქ N 155 ახმეტის წითელი ჯვრის ფილიალი (ძველი პოლიციის შენობა)