იმამი უნდა იყოს იქ სადაც მისი ხალხია…
ადლან ტოხოსაშვილი პანკისი ხეობის ყველაზე ახალგაზრდა იმამია. პარასკევს როცა მუსულმანი ისტები და ჩეჩნები ხეობის მეჩეთებში იკრიბებიან ყველაზე მეტი მლოცველი სწორედ იმ მეჩეთში იკირბება სადაც ადლანი ყურანს კითხულობს.
რა აქვს ადლანს განსაკუთრებული რითაც ყურადღებას იპყრობს თავისი ხალხის ამ კითხვით ჩვენ მას მივამრთეთ
- ადლან არაბული იცით ?
- კი წლების წინ ბავშობაში როცა ჩეჩნეთში ვცხოვრობდი ჩემს მშობლებს ი არაბულ სკოლაში დავყავდი სადაც ვსწავლობდი რელიგიას, მოგვიანებით გადმოვედით პანკისის ხეობაში საცხოვრებლად სადაც უკვე ჩემით გავიღრმავე ცოდნა ისლამის სწავლებაზე. საბოლოოდ კი მე ამირჩიეს სოფელში იმამად და იმ დღიდან ვუძღვები ლოცვებს მეჩეთში.
- თუმცა თვენ მხოლოდ სასულიერო პირი არ ხართ ხშირად ხართ თანასოფლელებთან ერთად სამოალაქო ატივიზმისთვის დაგეგმილ აციებში.
- რა თქმა უნდა იმამი უნდა იყოს ი სადაც მისი ხალხია . აბა როგორ წარმოგიდგენიათ იმამის დუმილი მაშინ როცა ხეობაში შემოდიან და ყოველგვარი აუხსენი მიზეზით კლავენ ახალგაზრდა კაცს .
- თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას გულისხმობთ ალბათ
- რა თქმა უნდა. როცა შენს ხალხს ესხმიან თავს აიძულებენ სიცოცხლე შეწყვიტოს ატარებენ სპეცოპერაციებს და არ ამბობენ რეალურ მიზეზს. ამით შეურაწყგყოფენ შენც ადამიანებსაც და ჩვენს რწმენასაც .
- ამბობენ რომ მეჩეთში სადაც ლოცვებს უძღვებით ხშირად იკრიბება ჯაამათი და მსჯელობს როგორც ამ სპეცოპერაციის დეტალებზე ასევე ხეობაში დაგეგმილ ჰესის მშენებლობაზე. ხომ არ გგონიათ რომ ამით რელიგიაზე წინ მიდიხართ ? და ეს სასულიერო პირის სამე არ არის. ანუ საერო საქმეებში თქვენი ჩარევა რანმდენად სწორად მიაჩნია მაგალითად მუსლიმთა სამმართველოს ?!
- მოდი ასე შევხედოთ საკითხს, ყველა პრობლემა რომელიც ადმაინის წინაშეა არის რელიგიის საკითხიც და ერისაც … როდესაც ცუდად ვხდებით მივმართავ ღმერთს და გვეხმარება ექიმი … როდესაც რამე გვიჭირს გვშია გვწყურია სამუშაო გვინდა მივმართავთ ხელისუფლებას და ვთხოვთ ღემერთს შემწეობას… როცა უბედურება ხდება მიწისძვრა წყალდიდობა მივმართავთ ღმერთს და ხელისუფლებას … გამოდის რომ ყველა საქვეყნო საქმე თუ პროტესტი არის ერის და ჩვენი საქმე. შესაბამისად ჩვენ მეჩეთში ვისაუბრებთ ჰესებზე, ხალხი გამოვა იქ ინება იმამიც… ესაა სამსახური ხალხს და ღმერთის წინაშე.
- არ გიფიქრიათ რომ ამის გამო ხელისუფლება გაბრაზდება ?
- იქნებ ბრაზობს კიდეც ? მაგრამ მე მაინც იგივეს ვამბობ. მთავარი არის ერთი რამ სადაც არის ხალხი იქ არის მათი იმამი. მთავარი არის ხალხი არ გაბრაზდეს. მე ვიქნები ბოლომე ჩემს ხალხთან. დიახ ჰესი არ უნდა აშენდეს, დიახ უნდა ვიცოდეთ რატომ ჩაატარეს ე.წ. სპეცოპერაცია, რატომ მოკლეს ახალგაზრდა კაცი ჩვენ გვაქვს უფლება გვქონდეს ამ ყველაფერზე პასუხი…