Home რეგიონი თელავი 23 აპრილს,თელავის ისტორიულ მუზეუმში ქეთევან იაშვილის დაბადებიდან 142-ე წლისთავი აღინიშნა

23 აპრილს,თელავის ისტორიულ მუზეუმში ქეთევან იაშვილის დაბადებიდან 142-ე წლისთავი აღინიშნა

23 აპრილს,თელავის ისტორიულ მუზეუმში ქეთევან იაშვილის დაბადებიდან 142-ე წლისთავი აღინიშნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი,რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომელი ლეილა ლეგაშვილი,ძეგლთა დაცვის სააგენტოს მონიტორინგის ხელმძღვანელი ლელა ბარამაშვილი ,მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მაია დათუნაშვილი , კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში არსებული მუზეუმების დირექტორები და თანამშრომლები …

ღონისძიების დაწყებამდე მუზეუმის თანამშრომლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს ქეთევან იაშვილის საფლავი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

კახთ მეფეთა კარის ეკლესიაში გაიმართა ქეთევან იაშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი ,,ქეთევან იაშვილი” , რომლის გადაღებაც მოხდა 2023 წელს , მუზეუმისა და თელავში მოკლე მეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმბის საერთაშორისო ფესტივალის ,,ოქროს მტევანი” – ს ფარგლებში, ქეთევან იაშვილის 140 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით.

აღნიშნულ ღონისძიებაზე საფუძველი ჩაეყარა კახეთში არსებული მუზეუემების დამეგობრებას და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობას.