23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა.
აჩუქე წიგნი – კამპანიაში ჩაერთო სსიპ ყვარლის #2 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა მოსწავლეებს საჩუქრად გადასცა წიგნები, ესაუბრა ლიტერატურისა და განათლების მნიშვნელობაზე.
ასევე, წიგნები ერთმანეთს მოსწავლეებმა და მასწავლებლებმაც აჩუქეს.