Home რეგიონი გურჯაანი 22 დეკემბერს, გურჯაანში ნაძვისხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართება

22 დეკემბერს, გურჯაანში ნაძვისხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართება

ქალაქ გურჯაანში, წინასაახალწლო სამზადისი მიმდინარეობს. საახალწლო ილუმინაციები მოეწყობა დიდების მემორიალზე, პაპასა და ბებოს ბაღებში, ასევე განათდება შემდეგი ქუჩები: ნონეშვილი, რუსთაველი, თამარ მეფე, თავისუფლება, გურამიშვილი, 9 აპრილი.

ნაძვისხის ანთების საზეიმო ღონისძიება 22 დეკემბერს გაიმართება. საახალწლო ღონისძიებების დეტალური ანონსი მერიის ოფიციალურ გვერდზე განთავსდება.