21 ივნისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლართან მიმართებით არ შეცვლილა-დოლარის ოფიციალური ღირებულება კვლავ 2.8001 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.29 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულებამ 2.9916 ლარი შეადგინა.
1.96 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5382 ლარი გახდა.
ლარი ლირასტან მიმართებითაც გამყარდა და თურქული ლირას კურსმა 8.53 თეთრი შეადგინა.