Home დღის ამბები 2026 წლისთვის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტების ღირებულების 90%-მდე სახელმწიფო აანაზღაურებს

2026 წლისთვის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტების ღირებულების 90%-მდე სახელმწიფო აანაზღაურებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2026 წლისთვის იგეგმება, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტების ღირებულების 90%-მდე სახელმწიფომ აანაზღაუროს.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან აღნიშნა, სწორედ აღნიშნული გეგმიდან გამომდინარე, სახელმწიფოს სურს, რომ მედიკამენტებს სამართლიანი ღირებულება ჰქონდეთ.

„დღეს განხილული რეფორმა, რომელიც რეფერენტულ ფასებს და ფარმაცევტულ ბაზარზე სხვადასხვა ცვლილებას ემსახურება, გულისხმობს იმას, რომ 2026 წლისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტების ღირებულების 90%-მდე სახელმწიფომ უნდა უზრუნველვყოთ. თუ ჩვენს გეგმას პერიოდულად ნახულობთ, მას ძალიან მკაცრად მივყვებით.

სწორედ აქედან გამომდინარე, გვინდა, რომ სწორი ფასწარმოქმნა და მედიკამენტებზე სამართლიანი ფასები იყოს, რადგან პაციენტებს მედიკამენტების ღირებულების უდიდესი ნაწილი ჩვენ უნდა გადავუხადოთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.