Home დღის ამბები 2023 წლის მეორე ნახევრიდან საქართველოში დაინერგება სისტემა, რომელიც გაამკაცრებს პურის დამზადებას –...

2023 წლის მეორე ნახევრიდან საქართველოში დაინერგება სისტემა, რომელიც გაამკაცრებს პურის დამზადებას – ასოციაცია

რამდენიმე თვეში არაერთ სექტორში, მათ შორის პურის წარმოებაში, ახალი რეგულაცია დაინერგება. პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რაც ეტიკეტზე დატანილია, ნამდვილია.

„2023 წლის მეორე ნახევრიდან საქართველოში დაინერგება სისტემა, რომელიც გაამკაცრებს საკვები პროდუქტების, მათ შორის პურის დამზადებას. მართალია, პური რისკჯგუფს არ მიეკუთვნება, „ჰასპი“ კი ითვალისწინებს რისკის ადგილებში მათ მინიმიზაციას, პური კი 220 გრადუსზე ცხვება და არ არის რისკის ჯგუფში.

მიუხედავად ამისა, რეგულაცია გვეხება ჩვენ. ცხადია, მოსაწესრიგებელია უამრავი რამ. ძალიან ბევრმა სუბიექტმა დაიწყო დარგში მუშაობა და არის ძალიან ბევრი შენიშვნა რეკლამიდან წარმოების სტრუქტურამდე. ელემენტარულად, საცხობში ხელსაბანი, საცერი, თბილი წყალი, განათება და ვენტილაცია რომ უნდა იყოს, არ უნდა სწავლება და ამის დრო ნამდვილად მოვიდა. დამთავრდა საუბარი დეფიციტსა და რაოდენობაზე. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ რასაც იძენს, რაც ეტიკეტზე დატანილია, ნამდვილია“, – განაცხადა დოლიძემ.

დოლიძე ამბობს, რომ არ აქვს მოლოდინი, უახლოეს მომავალში პურზე ფასების ცვლის.

შეგახსენებთ, სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს ეკისრება ვალდებულება, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) 2023 წლის 1-ელ ივნისამდე დანერგოს.