Home რეგიონი გურჯაანი 2023 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში 119 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

2023 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში 119 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

2023 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში 119 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რისთვისაც ჯამში 26 527 400 ლარია გამოყოფილი. მათ შორისაა: საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, საბავშვო სივრცეების და მინი სპორტული მოედნების მოწყობა, შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია და სხვა. ამ დროისთვის, დასრულებულია 51 ინფრასტრუქტურული პროექტი.