Home მსოფლიო 2022 წლის მეორე კვარტალში სმარტფონების გლობალური გაყიდვები 8,7%-ით შემცირდა

2022 წლის მეორე კვარტალში სმარტფონების გლობალური გაყიდვები 8,7%-ით შემცირდა

მსოფლიოში სმარტფონების გაყიდვები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 8,7%-ით შემცირდა. რაოდენობრივად ბოლო 3 თვეში (აპრილი-ივნისი) 286 მლნ სმარტფონი გაიყიდა. ამის შესახებ მოწმობს International Data Corporation-ის (IDC) მიერ გავრცელებული მონაცემები.

გლობალურ კლებაზე გავლენა მეტწილად მოახდნა ჩინეთში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში გაყიდვების კლებამ. ასე მაგალითად, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაყიდვები 36,5%-ით შემცირდა, რაც პირდაპირ კავშირშია უკრაინაში მიმდინარე ომთან. ამასთან, ამ რეგიონებზე მოდის გლობალური გაყიდვების 6%. ჩინეთში კი გაყიდვებმა 14,3%-ით იკლო. აზია წყნარი ოკეანის რეგიონში (იაპონიის და ჩინეთის გარეშე) კი გაყიდვები შემცირდა 2%-ით, ამ რეგიონზე გლობალური გაყიდვების ნახევარი მოდის.

რაც შეეხება ბრენდებს, ამ საანგარიშო პერიოდში ლიდერია Samsung, რომლის გაყიდვები 5,6%-ით გაზიარდა და მისმა წილმა გლობალურ ბაზარზე 21,8% შეადგინა. მეორე ადგილზეა Apple, რომლის გაყიდვები 0,5%-ით არის გაზრდილი. მესამეზე კი ჩინური Xiaomi-ია, რომლის გაყიდვებმა მეოთხედით იკლო.